Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთ ქართველ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 5 ფეხბურთელს, რომლებიც საფეხბურთო გარიგებებში იყვნენ ჩართული, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გაყიდულ მატჩებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 10 მაისს გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, საკმაოდ რთულად წარიმართა შეხვედრა და საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხმები გაიყო. შესაბამისად, 5 ფეხბურთელს, "ვიტ-ჯორიას" ფეხბურთელ გიგა ბეჭვაიას, ზუგდიდის "ბაიას" ორ ფეხბურთელს - როინ ონიანსა და ლევან ვართაგავას და "სამტრედიის" ორ ფეხბურთელს – სპარტაკ გოგიასა და ზაზა კირთაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეეფარდათ.
XS
SM
MD
LG