Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში მიწისძვრებმა, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა


სამხრეთ ესპანეთში მოხდა ორი მიწისძვრა, რომელთა შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, ათი და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, დაინგრა შენობები. მიწისძვრების ეპიცენტრი დაფიქსირდა მურსიის რეგიონის ქალაქების, ლორკისა და ტოტანის მახლობლად. პირველ ბიძგებს, რომელთა მაგნიტუდაც 4,4 იყო უფრო ძლიერი, 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. ესპანეთის მთავრობამ არმიის საგანგებო დახმარების შენაერთები გააგზავნა სტიქიური უბედურებით დაზარალებულ რეგიონში.
XS
SM
MD
LG