Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პროკურატურა სანნიკოვისათვის 7 წლიან პატიმრობას ითხოვს


ბელორუსიის პროკურორებმა დღეს მოითხოვეს, რათ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ოპოზიციიდან ანდრეი სანნიკოვს, რომელსაც ბრალი ედება მასობრივი არეულობების ორგანიზებაში გასული წლის სადავოდქცეული საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. პროკურატურამ ნივთმტკიცების სახით სასამართლო წარუდგინა ვიდეოკადრები, რომელზეც სანნიკოვი ხალხს მოუწოდებს გამოვიდნენ ქუჩაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ხალხში. სანნიკოვი უდანაშაულოდ თვლის თავს იმ დანაშუალში, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სანნიკოვი იმ ათეულობი აქტივისტს შორისაა, რომლებსაც 19 დეკემბრს გამართული საპროტესტო დემონსტრაციის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. ბევრ მათგანს უკვე მიუსაჯა ბელორუსიის სასამართლომ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
XS
SM
MD
LG