Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სირიის მთავრობას სანქციებს უწესებს


აშშ-მა დღეს სანქციები დაუწესა სირიის ლიდერ ბაშარ ასადს და კიდევ ექვს მაღალჩინოსანს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ეს განცხადება ერთი დღით უსწრებს წინ სიტყვას, რომელიც ბარაკ ობამამ არაბულ სამყაროში მიმდინარე ამბოხებების შესახებ უნდა წარმოთქვას. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ობამამ სანქციების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, რათა „სირიის მთავრობაზე ზეწოლა გაძლიერდეს, შეწყვიტოს ძალადობა და დაიწყოს გადასვლა დემოკრატიულ სისტემაზე, რომელშიც დაცული იქნება სირიელი ხალხის უნივერსალური უფლებები“. აქტივისტების თქმით, ცხრა კვირის განმავლობაში მიმდინარე ამბოხების მანძილზე უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 800 ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG