Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა "მწვანე შუქი" აუნთო ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას


საქართველოს პარლამენტმა 95 ხმით 0-ის წინააღმდეგ, ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ. დოკუმენტით გენოციდის აქტად იქნა აღიარებული რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა ისტორიული სამშობლოდან. ლტოლვილებად აღიარეს რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ სამშობლოდან იძულებით დეპორტირებული ჩერქეზები, თანახმად გაეროს 1951 წლის 28 ივლისის "კონვენციისა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". ჩერქეზთა საკითხის განხილვა საქართველოში წელიწადნახევარზე მეტია, მიმდინარეობდა. აღნიშნული თხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედმა ჩერქეზულმა დიასპორებმა. რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა სამეცნიერო დასკვნა ჩერქეზთა გენოციდის ფაქტებზე.
XS
SM
MD
LG