Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული პარტია“ შეურთდა სახალხო კრების აქციებს


გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სახალხო კრების აქციას ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ბიძინა გეგიძე შეუერთდნენ. აქციას შეუერთდა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, ახლა ძველი წყენის გახსენების დრო არ არის და წყენის დავიწყების დემონსტრირების მიზნით, ნინო ბურჯანაძეს სცენაზე ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა. ნინო ბურჯანაძის თქმით კი, საქართველოს ერთიანი უნდა იყოს სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. კოსტავას გამზირზე შეკრებულებს მიმართა მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”), რომელიც დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არ დარჩება კაცი, ვინც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას არ აიღებს. მისი თქმით, თუ იქ დღეს მთელი თბილისიი არ არის, ცოტა ხანში თბილისელები შეიკრიბებიან. მანამდე „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ შეიკრიბონ თბილისში ავლაბრის მოედანზე 25 მაისს, რომელიც „მრისხანებსი დღედ გადაიქცევა.“ სუბარის განცხადებით, უკვე ორი დღეა, ხელისუფლება არბევს აქციის მონაწილეებს და ტერორის შესაწყვეტად, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც სუბარმა განაცხადა, 25 მაისი იქნება "ხალხის გათავისუფლების დღე". „ქართული პარტიის” თანათავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლა გეგმავს. “ჩვენ ვდგებით ჩვენი ხალხის გვერდით. 25 მაისს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები საქართველოში, რათა დავასრულოთ ეს ხელისუფლება”, - განაცხადა მანტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა. საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად 20 მაისს, ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა. აღნიშნული მიმართვის შემდეგ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.
XS
SM
MD
LG