Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


დღეს, დილის 9 საათზე საქართველოში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ”ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, მოსწავლეები გამოცდებს იდენტურ ნეთბუკებთან ჩააბარებენ. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამისა მეშვეობით ჩატარდება”. გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.
XS
SM
MD
LG