Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება


რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელთა მიერ საპროტესტო აქციის ძალით დაშლის შემდეგ უცნობია სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის და მისი ცოლისძმის თამაზ ფანჩულიძის ადგილსამყოფელი - ამის შესახებ დღეს რადიო თავისუფლებას განუცხადა ირაკლი ბათიაშვილის მეუღლემ მაია ბათიაშვილმა. მისივე თქმით, შსს-ს ”მოდულის” შენობაში მას განუცხადეს, რომ ბათიაშვილი და ფანჩულიძე იქ არ იმყოფებიან, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსგან კი, პასუხი ვერ მიიღო. მაია ბათიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი მეუღლის და ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებისგან მათი ადგილსამყოფელის დასახელებას მოითხოვს. თავის მხრივ, შსს აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის არცერთი ორგანიზატორი არ დაუკავებია.
XS
SM
MD
LG