Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა რუსეთს სარაკეტო ფარის შექმნაში მონაწილეობას სთავაზობს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა რუსეთს, მონაწილეობა მიიღოს ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის შექმნაში. ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრაზე, ობამამ აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა. „ჩვენ გვწამს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვა არის ის, სადაც ჩვენ უნდა ვთანამშრომლობდეთ რუსეთთან, რადგან ჩვენ ვიზარებთ საგარეო საფრთხეებს და ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც საფრთხე სტრატეგიული ბალანსისათვის, რითიც რუსეთი შეშფოთებულია. მაგრამ როგორც ახლა მოისმინეთ პოლონეთის პრეზიდენტისაგან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო რჩება პასუხისმგებელი ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების მიმართ“. ობამამ ვარშავაში განაცხადა, რომ პოლონეთი წარმოადგენს მაგალითს უკრაინისა და ბელორუსიისათვის. ბარაკ ობამამ პოლონეთში ვიზიტით დაასრულა ტურნე ევროპის ქვეყნებში, რომლის ფარგლებში ასევე გაიმართა დიდი რვიანის შეხვედრა საფრანგეთში.
XS
SM
MD
LG