Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგაფშს დღეს სოხუმში გადაასვენებენ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის ცხედარს სოხუმში დღეს გადაასვენებენ. სპეციალური რეისი სოხუმის აეროპორტში დღის მეორე ნახევარში დაეშვება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა შესაბამის ორგანოებს უმაღლესი მთავარსარდლის დასახვედრად მომზადება დაავალა. ბაგაფშს 2 ივნისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს აფხაზეთში გლოვის დღეები გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG