Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაგაფში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში დაკრძალეს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გარდაცვლილ პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში დღეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში მიაბარეს მიწას. უკანასკნელ გზაზე აფხაზთა ლითერი ათასობით ადამინმა გააცილა. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტ ვლადიმირ პუტინის გარდა, აფხაზეთში ჩავიდნენ დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის ლიდერები და თურქეთის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი საიდ აჩბა ხელმძვანელობდა. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და აფხაზ ხალხს დღეს სამძიმარი გამოუცხადეს პოლიტიკურმა მოძრაობამ ”თავისუფალი საქართველო” და ”ლეიბორისტულმა პარტიამ“. 1 ივნისს აფხაზ ხალხს მიუსამძიმრეს „ახალმა მემარჯვენეებმა“.
XS
SM
MD
LG