Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი საუდის არაბეთში მკურნალობს


საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი ქირურგიული ოპერაციის შემდგომ მკურნალობას გადის. სალეჰს გულმკერდიდან ჭურვის ნამსხვრევი ამოუღეს. საუდის არაბეთში სალეჰი პარასკევს ჩავიდა ამბოხებულების მიერ მის რეზიდენციაზე იერიშისას ჭრილობის მიღების შემდეგ. იემენის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სალეჰი ახლო მომავალში დაბრუნდება იემენში. ანალიტიკოსების აზრით, სალეჰის დაბრუნებას, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტის გადაყენებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG