Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 17 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 17 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს საჰაერო იერიშებისას, რომლებიც ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს სამხრეთ ვაზირისტანში. პაკისტანის ეს რეგიონი ავღანეთს ესაზღვრება. პაკისტანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დღეს ორი რაკეტა მოხვდა ექსტრემისტების სავარაუდო ბანაკს და მის მახლობლად მდებარე ისლამურ სემინარიას, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა. უპილოტო თვითმფრინავის კიდევ ერთი იერიში ავტომანქანის წინააღმდეგ იყო მიმართული სოფელში, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ვაზირისტანს შორის საზღვარზე მდებარეობს. დაიღუპა სამი სავარაუდო ექსტრემისტი.
XS
SM
MD
LG