Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთს მოუწოდებენ, არ გადასცეს დაკავებული უზბეკები ტაშკენტს


უფლებადამცავი ორგანიზაციები ყაზახეთს მოუწოდებენ, არ მოახდინოს 32 დაკავებული პირის ექსტრადიცია უზბეკეთში, სადაც მათ წამების რეალური საფრთხე ემუქრება. ყაზახეთის გენერალური პროკურორისადმი წერილობით მიმართვაში, რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის "ამნესტი ინტერნეიშენალი" და "ჰიუმან რაითს უოჩი" აცხადებს, რომ დაკავებული პირები უზბეკეთიდან გაიქცნენ რელიგიური ნიშნით დევნის გამო. უზბეკეთი მათ „რელიგიური ექსტრემიზმის“ ბრალდებას უყენებს.
XS
SM
MD
LG