Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოიწურა ბადრი ბიწაძის მიერ გირაოს გადახდის ვადა


დღეს ამოიწურა ბადრი ბიწაძის მიერ 100 ათასი ლარის გირაოს გადახდის ვადა. მას აღკვეთის მსგავსი ზომა თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთი კვირის წინ შეუფარდა. ბადრი ბიწაძეს, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ სამართალდამცავებზე თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღემდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მეუღლე გირაოს არ გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია მიმართავს, თუ არა პროკურატურა სასამართლოს ბადრი ბიწაძისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
XS
SM
MD
LG