Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ემნისტი ინტერნეიშენალი” ყირგიზეთში ერთი წლის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება


ორგანიზაცია ”ემნისტი ინტერნეიშენალი” აცხადებს, რომ გასულ წელს ყირგიზეთში ეთნიკური უზბეკებისა და ყირგიზების დაპირისპირებისას ადამიანების მკვლელობაში დამნაშავეების გაუსამართლებლობა შეიძლება ქვეყანაში მეტი ძალადობის საფუძველი გახდეს. ”ემნისტი ინტერნეიშენალმა” გასული წლის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ყირგიზეთში ”ეთნიკური მიკერძოებულობისა და კორუფციის” შესახებ არის აღნიშნული. შეგახსენებთ, გასულ წელს ოშსა და ჯალალაბადში დაპირისპირებად 470 ადამიანი შეეწირა. ”ემნისტი ინტერნეიშენალის” თანახმად, დაღუპულთა 75% უზბეკია. მათ შორისაც, ვინც საკუთრება დაკარგა, 90%-ია უზბეკი. ოფიციალური მონაცემებით, ძალადობის გამო დაკავებულ 271 ადამიანს შორის 230 ეთნიკური უზბეკია და მხოლოდ 29 - ყირგიზი.
XS
SM
MD
LG