Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პალიტრა მედია” მუშაობას ჩვეული რეჟიმით აგრძელებს


”პალიტრა მედიამ” დაადასტურა, რომ ჰოლდინგში გაერთიანებული საინფორმაციო საშუალებები მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ. ამასთან, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ჰოლდინგი აღნიშნავს, რომ მაკონტროლებლების მუშაობის გამო, დილით შეფერხდა გაზეთების დისტრიბუცია. ”პალიტრა მედია” აცხადებს, რომ ”ზოგადად საგადასახადო შემოწმებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა, ერთდროულად 6 სხვადასხვა საწარმოში შემოწმების მოულოდნელად დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მედიასახლზე გარკვეული მიზანმიმართული ზეწოლის მცდელობა.” ჰოლდინგი ”პალიტრა მედია” აერთიანებს რამდენიმე მედისაშუალებას, პრესის გავრცელების სამსახურს, სტამბას, გამომცემლობას, წიგნების მაღაზიათა ქსელს და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ კომპანიას.
XS
SM
MD
LG