Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია პრეზენტაციას გამართავს ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით


ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია დღეს გაიმართება სასტუმრო “თბილისი მარიოტში”.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საია-დან აცნობეს, პრეზენტაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან მიწვეული. კვლევაში, რომლის სახელწოდებაცაა "სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები" განხილულია ძირითადად, 2009 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში დაკავებულ პირთა საქმეების სამართლებრივი ანალიზი.
XS
SM
MD
LG