Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს იური ბუდანოვი


მოსკოვში მოკლეს რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი იური ბუდანოვი, რომელიც გასამართლებული იყო ჩეჩნეთში 2000 წელს 18 წლის გოგონას მკვლელობის გამო. ბუდანოვს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2003 წელს, მაგრამ 2009 წელს ის შეწყალებულ იქნა, რასაც ჩეჩნეთში, ისევე როგორც უფლებადამცველების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუდანოვს თავში ესროლა შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც მანქანით გაქცევა შეძლო.
XS
SM
MD
LG