Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ჯარებმა 22 მეამბოხე დახოცეს ქალაქ მისრათასთან


მედიკოსებისა და თვითმხილველების განცხადებით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგულმა ჯარებმა დღეს რაკეტები დაუშინეს დასახლებას ქალაქ მისრათასთან, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ და, სულ ცოტა, 22 ადამიანი დახოცეს. კადაფის ჯარებმა ტანკები და არტილერია გამოიყენეს მისრათის დასავლეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარე დაფნიაზე იერიშისას. კადაფის ჯარებს მისრათისთვის ყველა მხრიდან ალყა აქვთ შემორტყმული ჩრდილოეთის გარდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე გადის და სადაც ლიბიის უდიდესი ნავსადგური მდებარეობს.
XS
SM
MD
LG