Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახალხო კრება“ დაკარგული პირებს კვლავ ეძებს


"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, სპეციალური „ცხელ ხაზის“ მეშვეობით მიაწოდონ ინფორმაცია დაკარგულ პირთა მდგომარეობის შესახებ. მათი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "სახალხო კრების" შეჯერებული სიების საფუძველზე, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 48 ადამიანი. კრების აღმასრულებელი საბჭო გარდაცვლილებთან დაკავშირებით რეაგირებას თვითმხილველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ითხოვს. "იმ მუდმივი ტერორისა და ზეწოლის პირობებში, რასაც 26 მაისის შემდეგ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ ახორციელებს, შესაძლებელია გაუჩინარებულთა სიაში შესული ადამიანების ნაწილი მართლაც მიმალულია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელსაც რამდენიმე თვითმხილველი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ავრცელებს, დარბევისა და შემდგომ, პოლიციის განყოფილებებში სასტიკად ცემის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია „სახალხო კრების“ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG