Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო ბელორუსიას


ჩინეთმა მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო ბელორუსიას. ამ ფულის ნახევარზე მეტი, 654-ტ მილიონამდე დოლარი, ბელორუსიის ვიცე-პრემიერ ანატოლი ტოზიკის განცხადებით, მოხმარდება ხის მერქნის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოს აშენებას ქალაქ სვეტლოგორსკში. ტოზიკის თქმით, ჩინეთისაგან მიღებულ კრედიტს გამოიყენებენ ასევე რკინიგზის გასარემონტებლად. ბელორუსიის მმართველი რეჟიმი ცდილობს, გაუმკლავდეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც თან ახლავს ეროვნული ვალუტის კურსის 36 პროცენტით დაცემა. ბელორუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოს 8 მილიარდამდე დოლარს და მოელის კიდევ 1,2 მილიარდ დოლარს ფონდისაგან, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობს და რომელიც ემსახურება რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის სტაბილზაციას მიმდინარე წელს.
XS
SM
MD
LG