Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკოთზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა


რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი მდგომარეობა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებსა და შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად განიხილა. სააკაშვილის განცხადებით, ტურისტული სეზონის გამო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა მწყობრში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩადგეს და ამასთან, მთავრობა უნდა დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს. პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა რიკოთის უღელტეხილზე სტიქიის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო.
XS
SM
MD
LG