Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სირიაში რეპრესიებთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა


ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ისლამური რევოლუციის გუშაგთა ირანის კორპუსის სამ ხელმძღვანელ პირს იმის გამო, რომ მათ მატერიალური და პოლიტიკური დახმარება გაუწიეს სირიის ხელისუფლებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების ჩახშობაში. ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ამ პირების ანგარიშების გაყინვას. მსგავსი სანქციები სირიის ოთხი მაღალჩინოსნის მიმართაც დაწესდა. სირიაში რეპრესიების გამო სანქცირებულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა დაუჭირეს მხარი, წერია, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოქმედება ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას.
XS
SM
MD
LG