Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რვიანისაგან“ მოელიან პასუხს „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებებზე


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, „ოპოზიციური რვიანისაგან“ ორშაბათამდე მოელიან პასუხს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებებზე. ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ახალი მემარჯვენეების“ წევრ მამუკა კაციტაძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ. კუბლაშვილის თქმით, წინადადებები, რომლებიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით წარუდგინა მამუკა კაციტაძეს, არ საჭიროებს არსებით ცვლილებებს. "წინადადებები ეხება როგორც პარლამენტის წევრთა რაოდენობას, ისე მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობას, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას და ბევრ სხვა საკითხს", განაცხადა კუბლაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოებასა და მედიას მოგვიანებით მიაწვდიან უფრო კონკრეტულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე.
XS
SM
MD
LG