Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი და სარქსიანი ვერ შეთანხმდნენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე


აზერაბიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და სერჟ სარქსიანმა ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას ჩარჩო შეთანხმებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარია მორიგ წინსვლაზე კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. მაგრამ დიდი იმედის მიუხედავად, რომელსაც საერთაშორისო შუამავლები უკავშირებდნენ ყაზანის შეხვედრას, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვერ შეძლეს ყველა უთანხმოების დაძლევა კონფლიქტის მოგვარების იმ კომპრომისული გეგმის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც მათ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა შესთავაზეს. პრეზიდენტების მოლაპარაკება დღეს სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
XS
SM
MD
LG