Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი გმობენ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს


აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს სასამართლო პროცესი, რომელიც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მიმართ წაყენებულ ბრალდებას განიხილავს. უკრაინის გენერალური პროკურატურა ტიმოშენკოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულადმა შეშფოთება გამოთქვა, რომ სასამართლო, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ოპოზიციური ლიდერის „პოლიტიკურად მოტივირებულ“ დევნას. ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში, ელჩმა მანუელ პინტონ ტიქსეირმა, რომელიც პარასკევს სასამართლოს ესწრებოდა, დაგმო ის ფაქტი, რომ პროცესი დახუთულ და გადატენილ დარბაზში ტარდება. ელჩმა ასეთ პირობებს „არაჰუმანური“ უწოდა. ტიმოშენკოს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებით 2009 წელს ბუნებრივი აირის დარგში რუსეთთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაში, რამაც ქვეყანა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით აზარალა. იულია ტიმოშენკო მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებსა და სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG