Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საჯარო სექტორი იფიცება


ბრიტანეთის საჯარო სექტორის ასობით ათასი თანამშრომელი დღეს 24 საათიან გაფიცვაში მიიღებს მონაწილეობას პენსიების დაგეგმილი ცვლილების გასაპროტესტებლად. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, რეფორმების შედეგად, გაიზრდება მუშაობის ხანგრძლიობა და თანამშრომლებს მეტის გაღება მოუწევთ თავიანთი პენსიის უზრუნველსაყოფად. მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმები საჭიროა ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, რომელიც დღეს 10 პროცენტს აჭარბებს. დღეს ბრიტანეთში არ იმუშავებს ბევრი სკოლა და პრობლემები შეექმნებათ თვითმფრინავების მგზავრებს, რადგან გაფიცვას საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებიც უერთდებიან. წინასწარი გათვლით, გაფიცვაში 750 ათასი პირი მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG