Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები იარაღს ითხოვენ


ლიბიელი მეამბოხეები ითხოვენ მეტ და უკეთეს იარაღს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარებთან ბრძოლაში გასამარჯვებლად. ამის შესახებ დღეს ვენაში ვიზიტისას განაცხადა ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე მაჰმუდ ჯიბრილმა. წინა დღეს საფრანგეთმა აღიარა, რომ იარაღი მიაწოდა მეამბოხეებს. ამასთან, პარიზის განცხადებით, მას არ დაურღვევია გაეროს ემბარგო, რადგან იარაღი საჭირო იყო საფრთხეში მყოფი სამოქალაქო პირების დასაცავად. დღეს ჩინეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია, ლიბიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ცდება გაეროს რეზოლუციით მინიჭებულ მანდატს - სამხედრო ოპერაციებს ლიბიაში სამოქალაქო პირების დასაცავად.
XS
SM
MD
LG