Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის „ქაბულბანკის“ ორი ხელმძღვანელი დააპატიმრეს


ავღანეთის ოფიციალური პირის თანახმად, სკანდალში გახვეული „ქაბულბანკის“ ორი ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრეს. გენერალური პროკურორის მოადგილის, ნაჰმათულა ნაზარის თქმით, ბანკის ყოფილი მმართველი, შერხან ფარნუდი და ყოფილი აღმასრულებელი მენეჯერი ხალილულა ფაროზი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან ასეულობით მილიონი დოლარის გაფლანგვაში. ამ კვირაში გადადგა ავღანეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, აბდულ ყადირ ფითრათი, რომელიც მოკვლის შიშით, აშშ-ში გაიქცა. ავღანეთში მასზეც დაპატიმრების ორდერია გაცემული.
XS
SM
MD
LG