Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ანტისამთავრობო გამოსვლის მონაწილეები დააკავეს


ბელორუსიაში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ოთხშაბათის ანტისამთავრობო გამოსვლის 30 მონაწილეს. პოლიციამ ადამიანების ჯგუფი დააკავა დემონსტრაციის დროს, რომლის მონაწილეები მთავრობის და ეკონომიკური კრიზისის მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ. ასეთი გამოსვლები ბოლო კვირებში რეგულარულად ეწყობა. სასამართლომ 13 პირს 6-დან 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენებს ჯარიმა დააკისრა.
XS
SM
MD
LG