Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში რატკო მლადიჩის პროცესი განახლდება


ჰააგაში ბოსნიელ სერბთა ყოფილ სარდალ რატკო მლადიჩის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება. მას ბრალი ედება გასული საუკუნის 90-იან წლებში ბოსნიის კონფლიქტის დროს საომარ დანაშაულში, მათ შორის სრებრენიცაში 8000 მუსულმანი მამაკაცის დახოცვაში. მლადიჩის ადვოკატის თანახმად, ბრალდებული დღევანდელ მოსმენას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება. მლადიჩი მოითხოვს, რომ ის მის მიერ შერჩეულმა ადვოკატებმა წარადგინონ პროცესზე და არა სასამართლოს მიერ დანიშნულმა. შეგახსენებთ, რატკო მლადიჩი მაისში დააკავეს. ის 16 წლის განმავლობაში იძებნებოდა. 69 წლის მლადიჩი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG