Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პოლიციამ დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო გამოსვლები ჩაახშო


ბელორუსიის პოლიციამ ასეულობით ადამიანი დააკავა და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. უფლებადამცავი ჯგუფების ცნობით, კვირას, როცა ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, 300 ადამიანამდე დააკავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბევრი დააპატიმრეს იმ მიზეზით, რომ ძალიან ხმამაღლა უკრავდნენ ტაშს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას სიტყვით გამოსვლის დროს. კვირას საინტერნეტო სოციალური ქსელების მოწოდებით მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება, რომლის ნაწილი იყო ტაში. მთავრობამ შეაჩერა საინტერნეტო სოციალური ქსელების მუშაობა, რათა თავიდან აეცილებინა საპროტესტო გამოსვლები. ისისნ დაგეგმილი იყო 1944 წელს ნაცისტური ოკუპაციისგან ბელორუსიის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით. კვირას რამდენიმე საათით მიუწვდომელი გახდა რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ვებსაიტი. შარშან დეკემბერში სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა ამ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც ხელისუფლება დღემდე მკაცრ ძალას უპირისპირებს.
XS
SM
MD
LG