Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკოს სასამარლო პროცესი ექვს ივლისს განახლდება


კიევში დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღესვე გამოცხადდა შესვენება ექვს ივლისამდე. ტიმოშენკოს ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. რაიონული სასამართლოს შენობასთან ბრალდებულის ასობით მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე იყო შეკრებილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. გამომძიებელთა აზრით, 2009 წელსტიმოშენკომ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა უკრაინისთვის არახელსაყრელ კონტრაქტებს რუსეთთან. რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტებით უკრაინამ 200 მილიონი დოლარით იზარალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო პროცესს ”პოლიტიკურ ოპონენტთან ანგარიშსწორებად” აფასებს.
XS
SM
MD
LG