Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგარდი შეუდგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად მუშაობას


საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი შეუდგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელად მუშაობას. ის არის პირველი ქალი, რომელიც სათავეში მოექცა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ლაგარდი იკავებს ადგილს, რომელიც გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც გადადგა ლაგარდის თანამემამულე, დომინიკ სტროს-კანი. მაისში სტროს-კანის გადადგომა მოჰყვა მის დაპატიმრებას ნიუ-იორკში, სასტუმროს მოსამსახურე ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG