Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი გაეროს სირიის მიმართ სანქციებისაკენ მოუწოდებს


საფრანგეთმა მოუწოდა გაეროს, რათა მტკიცე პოზიცია დაიკავოს სირიის მიმართ, სადაც ძალის გამოყენებით ახშობენ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დასრულების მოთხოვნით მიმდინარე დემონსტრაციებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარნმოამდგენელმა რომენ ნადალმა განაცხადა, რომ მსოფლიო შეუძლებელია იყოს „უმოქმედო და უძლური“ ძალადობის წინაშე. საფრანგეთის მოწოდება მოჰყვა ცნობებს, რომლის თანახმადაც სირიის პრეზიდენტის ლოიალურმა ძალებმა 5 ივლისს 14 ადამიანი დახოცეს ჰამაში, ქვეყნის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქში. ქალაქი, სადაც სამშაბათს ერთ-ერთი უდიდესი საპროტესტო აქცია გაიმართა, ჯერაც ალყაშემორტყმული ტანკებით
XS
SM
MD
LG