Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ევროპული საქართველოსთვის” მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას


საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის.” მისი შეფასებით, პარლამენტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში დამკვიდრებული კონფესიების მშვიდობიან თანაცხოვრებას და წინ აღუდგება რელიგიური ნიშნით ქვეყნის მოქალაქეთა გაყოფის მცდელობას. თავის მხრივ, ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, დღეს საღამოს ექვს საათზე ქაშუეთის ეკლესიასთან გეგმავენ საპროტესტო აქციას.
XS
SM
MD
LG