Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ავიაკატასტროფამ ცხრა ადამიანი შეიწირა


ავღანეთში დაიღუპა ცხრავე ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა მთიან რეგიონში ჩამოვარდნილ სატვირთო თვითმფრინავში. საქმე ეხება აზერბაიჯანის კუთვნილ თვითმფრინავსა და ეკიპაჟის წევრებს, რომელთა სიცოცხლეც შეიწირა ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში წუხელ მომხდარმა ავიაკატასტროფამ. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ავღანეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული წარმოების, ილ-76 ტიპის თვითმფრინავი სამშაბათს ღამით გაფრინდა ავღანეთში, სადაც ქაბულის ჩრდილოეთით, ბაგრამის ავიაბაზაზე უნდა დამჯდარიყო და ჩაეტანა 18 ტონა ტვირთი ნატოს მისიისათვის. პაკისტანში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებბით, ეკიპაჟის წევრები აზერბაიჯანელები და უზბეკები იყვნენ. თვითმფრინავი ეკუთვნოდა კერძო აზერბაიჯანულ კომპანია „სილკ უეის“.
XS
SM
MD
LG