Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიჩიგანში შვიდი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა


მამაკაცმა, რომელიც შვიდი ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და ქალაქ გრანდ რაპიდსში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, თავი მოიკლა. პოლიციის უფროსმა კევინ ბელკმა განაცხადა, რომ მძევლები უვნებელნი არიან. ეჭვმიტანილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გრანდ რაპიდსში ორ სხვადასხვა სახლი ოთხი და სამი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. პოლიციისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.
XS
SM
MD
LG