Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წმინდა სინოდმა იმსჯელა რელიგიური კონფესიების შესახებ კანონზე


მართლმამდიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იმსჯელა საქართველოში რელიგიური კონფესიების შესახებ კანონზე. სინოდის წევრის, მეუფე იობის განცხადებით, რომლითაც ის შეკრების შემდეგ გამოვიდა, სინოდმა გააკეთა განმარტებები და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება ქვეყანას და ეკლესიას. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა მეუფე სერაფიმეს განცხადებაც. მისი თქმით, წმინდა სინოდმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც ეხება რელიგიურ გაერთიანებებს, სხვა გაერთიანებებს არ მიეცეთ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. მეუფე სერაფიმეს თქმით, სინოდში ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონის მიღება მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად, არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევა. ითქვა ისიც, რომ წმინდა სინოდის საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე პუნქტისგან შედგება და არის საკმაოდ ვრცელი. ამ წყაროს ცნობით, ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს ხანებში გავრცელდება. წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერის ნიშნად, საპატრიარქოსთან შეიკრიბა ასობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG