Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გლოვობენ ვოლგაზე გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს


დღევანდელი დღე რუსეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული თბომავალ „ბულგარიის“ ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. გემზე მყოფი 208 მგზავრიდან მხოლოდ 79-ის გადარჩენა მოხერხდა. ამ დროისთვის დასტურდება 72 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. გრძელდება დანარჩენების ძებნა. კატასტროფა კვირას მოხდა მდინარე ვოლგაზე, თათრეთში. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის განცხადებით, გემი გადატვირთული იყო, არ გააჩნდა მგზავრების წაყვანის ლიცენზია და, ამასთან, მარცხენა ძრავა დაზიანებული ჰქონდა, როცა უამინდობის მიუხედავად დაიწყო რეისის შესრულება. გუშინ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კატასტროფა არ მოხდებოდა, უსაფრთხოების ტექნიკის წესები და ტექნიკური ზედამხედველობის ნორმები რომ შეესრულებინათ.
XS
SM
MD
LG