Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა


საფრანგეთი ადასტურებს, რომ ავღანეთში დაიღუპა მისი ხუთი ჯარისკაცი. ამ ცნობით, ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობდნენ აისაფში ანუ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებში, დაიღუპნენ კაპისის პროვინციაში, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაიჭრა რამდენიმე ავღანელი სამოქალაქო პირი. გუშინ კაპისაში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარეობს, ფრანგი სამხედროების ბაზა მოინახულა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. დღეს კი რეგიონში თავდასხმა მოაწყო კიდევ ერთმა თვითმკვლელმა: ეს იყო აფეთქება ფრანგების სამხედრო კოლონასთან, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე ფრანგი ჯარისკაცი, ავღანელ პოლიციელთან და რამდენიმე ავღანელ სამოქალაქო პირთან ერთად. ნატოს მიერ დღეს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ავღანეთში დაიღუპა ორი უცხოელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG