Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 28 დემონსტრანტი დაიღუპა


სირიის უსაფრთხოების ძალებმა სულ ცოტა 28 დემონსტრანტი მოკლეს და ასობით დაჭრეს პარასკევს მომხდარი ანტისამთავრობო აქციის ძალისმიერი გზით დარბევის შედეგად. 22 დემონსტრანტი უშუალოდ დამასკში დაიღუპა, - განაცხადა ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენელმა, რომელიც თვალყურს ადევნებს ანტისამთავრობო მსვლელობის მიმდინარეობას. პარასკევი ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომის მოთხოვნით ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო.
XS
SM
MD
LG