Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ოტო ფონ ჰაბსბურგი დაკრძალეს


ავსტრიის დედაქალაქში გაიმართა ჰაბსბურგების დინასტიის უხუცესი წარმომადგენლის, ოტო ფონ ჰაბსბურგის დაკრძალვის ცერემონია. ავსტრო-უნგრეთის უკანასკნელი კრონპრინცი, რომელიც 4 ივლისს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიაში, - შაბათს ჰაბსბურგების საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს ვენის ცენტრში. ვენაში დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები და მონარქები. ოტო ფონ ჰაბსბურგმა თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა დევნილობაში და სამშობლოში მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა. მის გულს 17 ივლისს უნგრეთში, პანონხალმას ბენედიქტელთა მონასტერში დაკრაძალავენ.
XS
SM
MD
LG