Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დევნილთა საკითხების განხილვაში სოხუმისა და ცხინვალის ჩართვას ითხოვს


გაეროს გენერალური ასამბლეის მოლაპარაკებების ფარგლებში, იძულებით გადადგილებულ პირთა თაობაზე პრობლემების განხილვაში, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ევროსაბჭოს წარმომადგენელი პიერ მორელი, გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთოს წარმომადგენელი გედრიუს ჩეკუოლისი მიიღო. შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრებთან არსებული, უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. რუსულმა მხარემ საზღვრისპირა რეგიონებში, ქართული სპეცსამსახურების ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG