Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კალანდაძე ფოტოკორესპონდენტების საქმეზე


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ინფორმაციის გატანა შეძლო სამინისტროდან დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ. როგორც ნინო კალანდაძემ 18 ივლისს, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას. "ამ ეტაპზე ჩვენ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
XS
SM
MD
LG