Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ განაგრძო დევნილთა გამოსახლება დროებითი საცხოვრებლებიდან


18 ივლისს დროებითი თავშესაფრებიდან დევნილთა გამოსახლების ახალი ეტაპის ფარგლებში ხელისუფლებამ კიდევ ოთხი შენობა დაცალა. ხელისუფლების ცნობით, დროებითი საცხოვრებლებიდან გამოასახლეს 50-მდე დევნილი ოჯახი, რომელთაც ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობენ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. თუმცა, დევნილთა უმრავლესობას არ სურს იქ გადასვლა ადექვატური საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო. 18 ივლისის გამოსახლების პროცესმა მშვიდად ჩაიარა სამ ადგილას; მაგრამ ვარკეთილში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობიდან დევნილთა გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა. ბავშვიანი ქალები შენობაში ჩაიკეტნენ და პოლიციას შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მაინც შეაღწია შენობაში და დევნილები გამოასახლა.
XS
SM
MD
LG