Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საელჩო კიევში სინანულს გამოთქვამს საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის გამო


საქართველოს საელჩო უკრაინაში სინანულს გამოთქვამს დღეს, კიევში, საელჩოს შენობის წინ გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო. საელჩოს განმარტებით, აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელმა. მომხდარის გამო საქართველოს საელჩო უკრაინაში ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას. ინციდენტში დამნაშავე საქართველოს საელჩოს თანამშრომელი კი დათხოვნილია სამსახურიდან. დღეს კიევში ქალთა მოძრაობა FEMEN-მა საქართველოს საელჩოსთან გამართა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია. აქციის ჩაშლას შეეცადა საელჩოდან გამოსული უცნობი პირი, რომელმაც ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც აქციის მონაწილეებს, ისე იქ მყოფ ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG