Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ახალ ცენტრიფუგებს გამოიყენებენ ურანის გასამდიდრებლად


ირანი აპირებს ახალი, „ხარისხით და სიჩქარით გაუმჯებესებული“ ცენტრიფუგების დაყენებას, ბირთვულ საწარმოებში ურანის გასამდიდრებლად. ეს გადაწყვეტილება, რომელიც ირანის საგარეო უწყების პრესმდივანმა გამოაცხადა, მიღებულია მიუხედავად გაეროს სანქციების ოთხი რაუნდისა, რომელიც დაწესდა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე ირანის უარის გამო. საფრანგეთის საგარეო უწყებამ ირანის განცხადებას „მორიგი პროვოკაცია“ უწოდა. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG