Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ აკრძალა სერბიიდან იმპორტი


კოსოვომ აკრძალა სერბიიდან იმპორტი და 10-პროცენტიანი გადასახადი დააწესა ბოსნიიდან იმპორტირებულ ნაწარმზე. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო როიტერსი კოსოვოს ვაჭრობის მინისტრ მიმოზა კუსარი ლილას განცხადებაზე დაყრდნობით. მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც საპასუხო ნაბიჯი სერბიისა და ბოსნიის მიერ კოსოვოდან იმპორტის დაბლოკვაზე. სერბია და ბოსნია თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებენ კოსოვოდან ექსპორტირებულ ნაწარმს და არც იქიდან ჩასულ მგზავრებს მას შემდეგ, რაც კოსოვომ სერბიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წლის თებერვალში.
XS
SM
MD
LG